უცხოური მედია

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარულ პაუზას უჭერს მხარს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომში ჰუმანიტარულ პაუზას უჭერს მხარს. ამის შესახებ The Associated Press-ი წერს.

ბაიდენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ჩემი აზრით, პაუზა გვჭირდება“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა