უცხოური მედია

პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლი დაბომბა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლი დაბომბა – ამის შესახებ რადიო Al-Aqsa-ზე დაყრდნობით ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე ღაზის სექტორში არ იმყოფება. მის სახლზე იერიში დრონის გამოყენებით განხორციელდა.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა სახლში ისმაილ ჰანიეს ოჯახის წევრები.

2019 წლის შემდეგ ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი დატოვა – ის თურქეთსა და კატარში ცხოვრობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა