პოლიტიკა

8 ნოემბერი უკვე ისტორიის საკუთრებაა, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა თავს ღირსეულად გაართმევს – დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

„8 ნოემბერი უკვე ისტორიის საკუთრებაა, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა თავს ღირსეულად გაართმევს. ისტორიულია სიტყვები „ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“ ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს საღი აზრი, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებებს ემყარება და არა აღქმებს.

საქართველო იმსახურებს როგორც კანდიდატის სტატუსს, ასევე ევროკავშირის წევრობას, ეს არის მოცემულობა რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. საქართველომ საკუთარი,ევროპული მომავალი შექმნა და დაწერა. ევროკომისიის მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადება მთავრობის სწორი მუშაობის შედეგია, რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა ზოგადად ქვეყანამ, ხალხმა და ხელისუფლებამ, ოპოზიციის მცდელობა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება(რეკომენდაცია) მხოლოდ ხალხზე გადანაწილდეს არამართებულია.

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია რომელსაც ხელისუფლებისთვის ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია, ჯიუტად იმეორებს, რომ კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა, აღნიშნული წარმატების თქვენთვის მისაკუთრება არ გამოვა ბატონებო, რადგან ქართველი ხალხი მართლა ბრძენია, რომელიც კარგად ხედავს თეთრს და შავს, როგორ შეიძლება სტატუსი მიისაკუთროს ოპოზიციამ რომელიც თვლის, რომ სტატუსს არ ვიმსახურებთ!

ცალკე აღნიშვნის ღირსია პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უტიფრად გვატყუებენ და გვეუბნებიან, რომ ყველაფერს აკეთებდნენ სტატუსის მისაღებად, ყველაფერში ალბათ ხელისუფლების შეცვლის მიზნით გამართული აქციებიც იგულისხმება, არ გრცხვენიათ? ევროპის რომელ ქვეყანაში გინახავთ რევოლუციით შეცვლილი ხელისუფლება? ეგ პირველყოფილური მეთოდია, რომლის ადგილი ევროპაში და დემოკრატიულ სამყაროში არ არის თქვენ კი პირველყოფილ სამყაროში დარჩით, თქვენი ქმედება ამის დასტურია“, – აცხადებს ჩიხელიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა