პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი პატრიარქის წერილზე: ეს არის მომავლისკენ მიმართული სიბრძნის ეტალონური ჭვრეტა და იმის უტყუარი გაანალიზება, თუ რა „იარაღად“ შეიძლება იქნას გამოყენებული არსებული მდგომარეობა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილს ეხმიანება, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომ „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უწმინდესის ეს შეფასება არის მოვლენებისთვის დასმული აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი, რომელიც აერთიანებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გათვლილს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებზე ერთდროულად.

„უწმინდესის ეს შეფასება არის მოვლენებისთვის დასმული აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი, რომელიც აერთიანებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გათვლილს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებზე ერთდროულად. ეს არის მომავლისკენ მიმართული სიბრძნის ეტალონური ჭვრეტა და იმის უტყუარი გაანალიზება, თუ რა “იარაღად” შეიძლება იქნას გამოყენებული არსებული მდგომარეობა უკვე ამ ეტაპზეც ქვეყნის დაუძინებელი მტრების უკიდურესად დასუსტებისა და მათი საქართველოდან საბოლოოდ განდევნის მიზნით. თუ ვინმეს მაინც აქვს პრეტენზია საკუთარი თავის მიმართ, პატრიარქზე უფრო შორსმჭვრეტელი იყოს ამ საკითხში – წარმატებას ვერანაირად ვერ ვუსურვებ“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,222 ნახვა