პოსტები სოციალური ქსელიდან

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მოლოდინი იყო, რომ არ მიიღებდა ქვეყანა დადებითი რეკომენდაციას და ესკალაციის საშუალება მიეცემოდათ

ამ ოპოზიციისათვის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება კი არ იყო მთავარი საქმე, იმით კი არ ხარობენ, რომ სტატუსი მიიღო ქვეყანამ, მათი მოლოდინი იყო, რომ არ მიიღებდა ქვეყანა და ესკალაციის საშუალება მიეცემოდათ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიიღო ქვეყანამ ეს დადებითი რეკომენდაცია და ამით არ ხარობენ. ახლა ამით ცდილობენ, რომ მოძებნონ გარკვეული ფორმულირებები იმისათვის, რომ კვლავ მოახერხონ შეძლებისდაგვარად ქვეყანაში ვითარების ესკალაცია. ევროკომისიამ თავის დასკვნაში ნათლად ასახა როგორც ქართველი ხალხის მისწრაფება, ასევე ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული პროგრესი“, – განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა