პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი: იქნებ გვითხრათ – იმ ტერიტორიის აქეთ, რაც თქვენ, „ნაცებმა“ მოუხაზეთ და „გაუპრავეთ” რუსებს ომამდე ერთი წლით ადრე, სად და რამდენი კვადრატული მეტრით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „60 მილიონამდე კვადრატული მეტრი ტერიტორია – ეს არის ის, რაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მიიტაცეს“.

ნიკოლეიშვილი უერთდება „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის მოწოდებას, თქვან სად და რამდენი კვადრატული მეტრით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა.

„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი 60 მილიონი კვადრატული მეტრი არა, სექსტილიონობით კვადრატული მილიმეტრი უნდა გეთქვათ მეტი დრამატიზებისთვის მეორე: შევუერთდები ზურა ქადაგიძის მოწოდებას და იქნებ გვითხრათ, იმ ტერიტორიის აქეთ, რაც თქვენ, ნაცებმა მოუხაზეთ და “გაუპრავეთ” რუსებს ომამდე ერთი წლით ადრე, სად და რამდენი კვადრატული მეტრით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა. მართლა მაინტერესებს. იქნებ მართლა არის ასეთი ადგილები და არ ვიცით. არ იკადრებდნენ რუსები თუ რა…თუმცა, თქვენ რასაც კადრულობთ, მაგაზე ცალკე გვაინტერესებს პასუხი. თაგი არ წაშალოთ და პასუხს ველოდები!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,159 ნახვა