სამართალი

ყველას დასჯას ვითხოვ, დაკავებულის დედა მოვიდა და ხუმრობდა – მოკლავს, მოსწია რაღაც და შეშლილივით დადისო – დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭის დედა

დმანისში მოკლული 18 წლის ახალგაზრდას ელვინ ჰუსეინოვის დედა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ოჯახის განცხადებით, მათი შვილი სასიკვდილოდ რამდენიმე მოზარდმა გაიმეტა და თავდასხმაში 10-მდე პირი მონაწილეობდა. 

„ყველას დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილი მკვლელობაში მონაწილეობდა. მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ მათ. სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ცემი ერთადერთი ვაჟი, მოაკვლევინეს. დაკავებულის დედამ იცოდა წინასწარ, რომ ჩემი შვილის მოკვლას აპირებდა მისი ბიჭი. აქ მოვიდა და ხუმრობდა, მოკლავს, მოსწია რაღაც და შეშლილივით დადისო. აქამდე რატომ არ აკავებენ სხვებს, ეს ჯგუფური დანაშაულია“, – აცხადებს მოკლული ბიჭის დედა. 

„მთელი ოჯახით უნდა დაისაჯონ.რატომ არ იძიებს პოლიცია ამ დრომდე ამ დანაშაულს? ჩვენ გამოვიძიოთ! ცუდად დაასრულებენ, არ დავტოვებთ ამ ამბავს ასე. სოფელში ცხოვრების  საშუალებას არ მივცემთ. გაქცეულს მალავდნენ. დანაშაულს ერთი 15 წლის ბავშვი როგორ ჩაიდენდა?! სტადიონზე ათობით ახალგაზრდა იყო“, – აცხადებს მოკლული ბიჭის ოჯახის წევრი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა