პოლიტიკა

პოპკორნით საყურებელია, ის რაც ხდება – ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებას გამოეხმაურა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ბევრი კომპლექსური მიზეზი აქვს. 

„დაუჭამიათ ერთმანეთი, არ ვიცი სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს, მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია, ის რაც ხდება. კიდევ უფრო მეტად სუსტდება პარტია. მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება და თვითონ ვერ გაერკვნენ რა ხდება საკუთარ პარტიაში. ეს არის, ის პროცესები, რომელიც წარიმართება „ნაცმოძრაობის“ შიგნით. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები, მით უკეთესი. ძალიან გაუჭირდება „ნაცმოძრაობას“ დალაგება გამომდინარე იქიდან, რომ მათ აშლილობას აქვს ბევრი  კომპლექსური მიზეზი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა