GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იყო მობილიზებული ქვეყანაში

ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში.

„ყველას მოგესალმებით! დილა მშვიდობისა! ბატონო პრეზიდენტო ასაკავა! პატივცემულო მინისტრებო! თქვენო აღმატებულებავ! ძვირფასო სტუმრებო! მინდა გულთბილად მივესალმო აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს – მის აღმატებულებას ბატონ ასაკავას, პატივცემულ მინისტრებს, წევრი ქვეყნების დელეგაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ძალიან სასიამოვნოა ყველას მოგმართოთ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის მინისტრთა 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში.

2023 წელს საქართველოს ჰქონდა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონული პროგრამის თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

მალე – 2024 წელს – აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას სიხარულით ვუმასპინძლებთ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა 2016 წელს საქართველო, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა