საზოგადოება

თეა გოდოლაძე: შფოთვები მქონდა, შეურაცხყოფილი ვიყავი… 

“შფოთვები მქონდა, შეურაცხყოფილი ვიყავი, ყველაფრის გადატანა მარტომ ვერ შევძელი…” – ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ გადაცემაში “როგორ გადავრჩი” ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც მიხვდა, რომ თავს ვერ ერეოდა, სიარული დაიწყო ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში, სადაც მას ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ეხმარებოდნენ.

„ეს დასამალი არ არის, ნებისმიერი ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ამ გზას გადის. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ფეხზე ფიზიკური ტრავმა მივიღე. ორი თვე იყო გასული ამ ამბებიდან. ფსიქოლოგების გარდა, მეხმარებოდნენ მეგობრები, გავდიოდი ქალაქგარეთ. ვმუშაობდი, ერთი დღე არ გავჩერებულვარ. სამსახური ძალიან მეხმარებოდა. კიკეთში ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. ქოხი მაქვს იქ პატარა ხის. მქონდა გათიშვები, კიბეებზე დავგორდი, ფეხი გადამემტვრა და ჩავემხე სარდაფში. გამიკეთეს ოპერაცია, ახლაც საოპერაციო ვარ. მოვიმატე წონაში, დამემართა დიაბეტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება“,-განაცხადა თეა გოდოლაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა