ახალი დამატებული

ფრთხილად თაღლითური სქემა!!! – ინტერნეტში ვრცელდება ახალი თაღლითური სქემა

ინტერნეტსივრცეში ახალი თაღლითური სქემა გავრცელდა, რომელიც საქართველოს მაცხოვრებლებზეა დამიზნებული.

თაღლითები youtube-ში და Instagram-ზე უშვებენ რეკლამებს სადაც SOCAR (სოკარის), საქართველოს ბანკის ან სხვა ცნობილ კომპანიებად ასაღებენ თავს და პოტენციურ მსხვერპლს საინვესტიციო პროექტებში ფულის ჩადებას ურჩევენ.

რეკლამები და საიტები უმეტესად რუსულ ენაზეა, ასევე ხშირად გამოიყენება ე.წ დიფ ფეიკები სადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამ კომპანიების წარმომადგენლების ყალბი ასლები უბიძგებენ მომხმარებელს, რომ გააკეთონ ინვესტიცია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,627 ნახვა
%d bloggers like this: