GD Banner
ჯანდაცვა

გასტროენტეროლოგის თქმით, საუზმის გამოტოვება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

დილით კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, შედარებით, აქტიურია, ამიტომ საკვების პირველი მიღება ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა შიმშილსაც მოაქვს სარგებლობა,- ამის შესახებ გასტროენტეროლოგი ტუფიკ კაჩაამი აღნიშნავს. გამოცემა Newsweek-ს მან საუზმის რამდენიმე სასარგებლო ვარიანტის შესახებ ესაუბრა.

საუზმის შერჩევისას ექიმის რჩევაა, ორიენტაცია გაკეთდეს იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება მიმდინარე დღე. მისი თქმით, თუ ფიზიკური აქტივობაა დაგეგმილი, ხანგრძლივი სეირნობა, ან ვარჯიში, პირველი საკვები მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ბოჭკოთი და ნახშირწყლებით. „თუ არ გეგმავთ სპორტულ აქტივობას, ჯობს, სადილამდე არაფრი მიირთვათ“,-აცხადებს გასტროენტეროლოგი.ექიმი აღნიშნავს, რომ საკვების მიღების საათების შემცირება, მაგალითად, შიმშილი საღამოდან მეორე დღის სადილამდე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ორგანიზმს ანთებასთან ბრძოლაში, ამცირებს მუცლის შებერილობას. თუმცა, მისივე თქმით, საუზმის გამოტოვება არ არის სასურველი კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ექიმის რჩევაა, რომ ჯანმრთელმა ადამიანებმაც კი, რომლებიც არ საუზმობენ, უნდა იზრუნონ, რომ შემდგომი საკვები მდიდარი იყოს სასარგებლო ნივთიერებებით.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,110 ნახვა