GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს, ნატო-ს ეხმარება სანქციების ეფექტიანად განხორციელებაში, ევროკომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეზინფორმაციები და სპეკულაციები ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს კითხვის ნიშანი აღარავის აქვს.

პაპუაშვილის განმარტებით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, არამედ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე.

„ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის. მოსპო ის სპეკულაციები, რაც, სამწუხაროდ, ისევ ქართულ წიაღში წარმოიშობა ხოლმე და შემდეგ სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმებზე ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ევროკომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ასევე არსებობს ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ არ დასტურდება არცერთი ფაქტი, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სპეკულაციები წარმოიშობა ქვეყნის შიგნით, თუმცა დღეისთვის კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ, თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა, რადგან გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი, ან სანქცირებული კომპანიები. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები ეფექტიანად იყოს განხორციელებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,441 ნახვა