უცხოური მედია

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია.თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოიდ ოსტინის შემდეგ, სიტყვით ზელენსკი გამოვიდა. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.„უკრაინა თავისუფლების წინააღმდეგ ომში პირველი ფრონტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესა და სენატორებს შეხვდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა