პოლიტიკა

ილია ღუდუშაური: მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს

დაფინანსების ნაწილში, ამ დრომდე, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. ჩვენ, დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს, – ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისივე თქმით, საამისოდ მათ სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, შეიყვანეს სატარიფო გაანგარიშებაში. აღნიშნული მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს.

„ამასთანავე, დავამატეთ გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მან აღნიშნა, რომ DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,924 ნახვა