პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს

„სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის თაობაზე, რომელმაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის შეწყალებაზე უპასუხა „არა და არასოდეს“, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს თქვა, რომ უარი არ განუცხადებია.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს.

„სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ.

გაცილებით მარტივია გავიაზროთ რომ მისთვის, სულერთია ვინ რას და რატომ იფიქრებს, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია მას, პირადად რა გამორჩენა და სარგებელი ექნება. სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერში ენაღვლება-მითუმეტეს თუ ფიქრობს, რომ საქართველო მის არც სამშობლოა, ქართველი ხალხი და საზოგადოება არც მისი ხალხი და საზოგადოება.

ენას კი რაც შეეხება ქართულ ენას, არ არის ის მშობლიური მისთვის, თორემ გამართულადაც ისაუბრებდა და შეიძლება ქართულადაც ეაზროვნა. ბოლოს და ბოლოს ამდენ მავნებლობას არც ჩაიდენდა და არც მომავალში იფიქრებდა,“ – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,873 ნახვა