სამართალი

ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა – 12 წლის ანას დედა

“ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა”, – წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა. როგორც ნატო ხუტაშვილი წერს, ინფორმაციის მომწოდებელი 10 000 დოლარით დაჯილდოვდება.

“გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა.გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 $. ანონიმურობა გარანტირებულია” – წერს ნატო ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,255 ნახვა