საგარეო პოლიტიკა უცხოური მედია

ირანში გენერალ ქასიმ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ კერმანის ცენტრში, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის, ქასიმ სოლეიმანის საფლავზე ორი აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც The Times of Israel ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი გენერლის მკვლელობიდან ოთხი წლის თავზე მისი საფლავის მიმდებარედ სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდა.

„ჯერჯერობით უცნობია, აფეთქება გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია თუ ეს ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება“, – განუცხადა ტელევიზიას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა. 

ზოგიერთი ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფეთქებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სულ მცირე 50 ადამიანი მოკვდა ქასიმ სოლეიმანის დაკრძალვაზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად.

ცნობისთვის, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა