Uncategorized

სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა – ივანე ჩხაიძე

„წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული.

„წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არა შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით. წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. არანაირი კავშირი შემოსულ პაციენტებს ახალი წლის აღნიშვნასთან არ ჰქონიათ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება შემდეგ წლებში“, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა