Uncategorized

ირაკლი კობახიძე: ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.

ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა, – დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ.

„ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლის და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა. კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.

ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა.
ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს. ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ! ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა