საგარეო პოლიტიკა

უკრაინელმა დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ და მისი საპარლამენტო ფრაქციაც დატოვა

უკრაინის რადის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ და მისი საპარლამენტო ფრაქციაც დატოვა. ამის შესახებ დეპუტატი Facebook-ზე წერს.

„სუსტი ფრაქცია და პარტია ომის დროს არ მჭირდება. გავაგრძელებ პრეზიდენტის ინიციატივების მხარდაჭერას, თუმცა არ მინდა, რაიმე საერთო მქონდეს ფრაქციის დეპუტატებთან.

არ მჭირდება ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კვოტა, თუ თქვენ მაიძულებთ, რომ არ ვისაუბრო ამ კომიტეტის უმოქმედობაზე“, – წერს მარიანა ბეზუგლაია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,891 ნახვა