უცხოური მედია

ფლორიდაში, ალიგატორის მიერ მოკლული ქალის ოჯახმა საცხოვრებელი კომპლექსის მფლობელს სასამართლოში უჩივლა

ფორტ-პირსში (ფლორიდა), ალიგატორის მიერ მოკლული ქალის ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა  Wynne Building Corp-ის  – ხანშიშესული ადამიანების საცხოვრებელი კომპლექსის, Spanish Lakes-ის მფლობელის წინააღმდეგ. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. 85 წლის ქალი ძაღლს ასეირნებდა იმ კორპუსის უკანა მხარეს, სადაც ის 30 წლი ცხოვრობდა. ქალს უკანა ეზოში თავს ალიგატორი დაესხა და ტბაში ჩაითრია და მოკლა. რეპტილია, სახელად ჰენრი, რომლის ზომა 3 მეტრს აღწევდა,  დიდი ხანი ცხოვრობდა წყალსაცავში. ინციდენტის შემდეგ ის დააძინეს.ოჯახის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის თანამშრომლები ჰენრის საკვებს აძლევდნენ- ქათმის ხორცს და სხვა პროდუქტებს, რის გამოც ალიგატორს ადამიანების შიში არ ჰქონდა. გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსის წესებით, დაღუპულს აკრძალული ჰქონდა ძაღლის გასეირნება ქუჩაში და ამიტომ, იძულებული იყო უკანა ეზოში გაეყვანა ძაღლი, სადაც ხელოვნური წყალსაცავია. ასევე, საჩივარში ნათქვამია, რომ კომპლექსის მცხოვრებლები არ იყვნენ გაფრთხილებული ტბაში ალიგატორების არსებობის შესახებ. წყალსაცავთან ახლოს მოწყობილია დასასვენებელი ადგილები სკამებით. Spanish Lakes-ის თანამშრომლებმა არ იზრუნეს, რომ გამოეძახებინათ სპეციალური სამსახური , რომელიც მოზრდილ ალიგატორებს იჭერს და სხვა, უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავს.გარდაცვლილის ვაჟი ამბობს, რომ დედის დაღუპვით ის და მისი 4 და-ძმა ემოციურად განადგურებულნი არიან. 

ქალაქის ხელმძღვანელობა აცხდარებს, რომ ქალმა თავისი სიკვდილით ძაღლი გადაარჩინა, რომელიც ამჟამად უსაფრთხოდაა.

ფლორიდაში დაახლოებით, მილიონი ალიგატორი ცხოვრობს, თუმცა ადამიანებზე სასიკვდილო თავდასხმა იშვიათია. სტატისტიკური მონაცემებით, 1948-2022 წლებში ამ შტატში ალიგატორების 453 თავდასხმაა დაფისირებული, აქედან 26 ლეტალური შედეგით. საშუალოდ, ერთი შემთხვევა ყოველ სამ წელიწადში. გასულ წელს ფლორიდაში ალიგატორმა 40 წლის ქალი მოკლა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,098 ნახვა