სოციალური ქსელები და მედია

ბევრი ვიტირე… თვალები დასიებული მაქვს – „ფორმულაზე“ თათია შარანგიას გადაცემაც დაიხურა

თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“ ფორმულას ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ თათიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

„მე მგონი, ძალიან მეტყობა, რომ  ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ  თვალები დასიებული მაქვს.  ემოციური ადამიანი ვარ, არ ვიცი, ეს ნაკლია თუ დადებითი თვისება. არ მეგონა, თუ ამაზე მომიწევდა საუბარი. ჩემი და „ფორმულას“ თანამშრომლობა დასრულდა. „სთორი“ აღარ გავა „ფორმულას“ ეთერში. ეს ჩემთვის ერთი დიდი ეპოქის დასასრულია, იმიტომ რომ ეს ტელეკომპანია ჩემთვის არის ოჯახი, სადაც „სთორიმ“ ფეხი აიდგა, სადაც სთორი შეიყვარეს, მიიღეს. მე მგონია, რომ ჩვენც ბევრი გავაკეთეთ, რომ „ფორმულა“ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ.

დღეს ეს ყველაფერი დასრულდა და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასეთი ადამიანი ვარ. დღეს ძალიან ბევრს ვიტირებ და ხვალ გავიღვიძებ შემართებით და მივხვდები, სად არის ჩემი ადგილი. „სთორი აუცილებლად მოგესალმებათ სხვა პლატფორმიდან“. – მიმართავს თათია მაყურებელს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ფორმულას“ ეთერში აღარ გავა ია ფარულავას გადაცემა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,722 ნახვა
%d bloggers like this: