პოსტები სოციალური ქსელიდან

თამარ ჩიბურდანიძე: რა თქვეს და რა შეასრულეს? რით მიდიან ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან?

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ქართული ოპოზიციის წინასაარჩევნო მდგომარეობის შესახებ წერს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, შეუსრულებელი სიტყვებისა და უპრინციპო ქმედებების შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციისთვის დიდი იმედგაცრუების წელი იქნება.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტ დაპირებებს მოვისმენთ ოპოზიციური პარტიებისგან. მაგრამ, ავიწყდებათ ის, რომ ხალხისგან ნდობის მოსაპოვებლად მართალი, პრინციპული და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი უნდა იყო. რა თქვეს და რა შეასრულეს? რით მიდიან ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან? გავიდა თითქმის ოთხი წელი და ტყუილების მეტი არაფერი დაუგროვებიათ. რა თქმა უნდა, თავს იმით იმართლებენ, რომ ოპოზიციის სიტყვას ხელისუფლება არ ისმენს და კიდევ კარგი, რომ არ ისმენს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა მათი იდეების აღსრულებისგან. აქ საუბარი გვაქვს პრინციპულობაზე, უცხოური ძალების ჩაურევლად, მათ მიერ დამოუკიდებლად გადადგმულ თუნდაც ერთ ნაბიჯზე, ერთ განცხადებაზე.

საპარლამენტო მუშაობა ბოიკოტით დაიწყეს, შემდეგ პარლამენტში „შევალთ-არშევალთ“ და მანდატების დატოვება-არდატოვების ვაჭრობით განაგრძეს. სააკაშვილის გასათავისუფლებლად არასაკმარისი ბრძოლისთვის ურთიერთბრალდებებს ღიად აყენებდნენ და ბოლოს, პოლიტიკური „მოღვაწეობა“ სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის დასმენით დაასრულეს. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტი არ იყო და, ამიტომაც, ცუდად დაპროგრამებულ თოჯინებს ჰგავდნენ. მათი ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავდა და ნდობაც მათი სახელებივით ნელ-ნელა ქრებოდა. ამდენი შეუსრულებელი სიტყვისა და უპრინციპო ქმედების შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციისთვის დიდი იმედგაცრუების წელი იქნება“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,734 ნახვა
%d bloggers like this: