პოლიტიკა სამართალი

ნატა ფერაძე დააკავეს- „ახლა ვნახავ, ციხის შიგნით რეებს მიქარავენ“

აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებისას მან მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.

როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ იქ რეებს მიქარავენ,“ – აცხადებს ფერაძე.

აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: