უცხოური მედია

ვერკა სერდიუჩკას გაერთიანებულ საამიროებში შესვლა აუკრძალეს

უკრაინელ მომღერალს ანდრეი დანილკოს, რომელიც სცენაზე ვერკა სერდიუჩკას ფსევდონიმით გამოდის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

თავად დანილკო ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლის შედეგად არის მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, საამიროების ხელისუფლებამ დანილკო „შავ სიაში“ მას შემდეგ შეიყვანა, რაც 2022 წელს დუბაიში ჩატარებულ კონცერტზე მან უკრაინას მხარი დაუჭირა. ოფიციალურად აკრძალვა დანილკოს მხრიდან „ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას“ უკავშირდება.

თავად დანილკო ამბობს, რომ საამიროებში ჩასვლის აკრძალვა არცერთ დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომელიც მას უნახავს. მომღერალს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვის შესაბამისი თხოვნის ამ ზეწოლის შედეგად არის მიღებული.

„ეს არ არის საამიროების ხელისუფლების სურვილი. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მითითება. ეს არის პირადი შურისძიება. რატომ აცოფებთ მათ ასე მაგრად სერდიუჩკა? იმიტომ რომ კონცერტებს სავსე დარბაზებით ვატარებთ და მათ საჯაროდ დავცინით. ვერკა სერდიუჩკას სიმღერებს დღემდე მთელ რუსეთში საახალწლო წვეულებებზე მღერიან. ამას ვერაფერს უშვრებიან და ამიტომ ასეთი დაბალი დონის შურისძიებას მიმართეს“. – ამბობს დანილკო.

ვერკა სერდიუჩკა, რომლის ნამდვილი სახელი ბევრმა არც იცის, 1990-იანი 2000-იან წლებში რუსეთსა და დსთ-ში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი იყო, რომელმაც ძირითადად იუმორისტულ შოუებში მონაწილეობით გაითქვა სახელი. 2007 წელს კი უკრაინის სახელით „ევროვიზიაზე“ მეორე ადგილი აიღო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,502 ნახვა