პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია სამთავრობო პროგრამას მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს [სამთავრობო პროგრამას]. იმიტომაც არის ოპოზიცია, რომ არ დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ოპოზიცია აღარ იქნება და იქნება უმრავლესობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება გარკვეულ ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დაინტერესებულია პერსონალური საკითხებით და არა იმით, თუ რა კეთდება სახელმწიფოში, მმართველ გუნდს კი მყარი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

„ოპოზიციას აწუხებს პერსონალური საკითხები და არა ის, თუ სახელმწიფოში რა კეთდება ეკონომიკისა და ხალხისთვის. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის – ეს არის ძირითადი მიზანი. წარმატებული პოლიტიკის მიმართულებები მრავალვექტორიანია და ჩვენ ყველა მიმართულებით როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გვაქვს მყარი საფუძველი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,734 ნახვა
%d bloggers like this: