პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე: ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“ და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად“ არ დარჩნენ

„თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი – რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება.

„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“ და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად“ არ დარჩნენ. ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული. მგონია, ეს მცდელობები მთლად სერიოზულად არ გამოიყურება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა