GD Banner
სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე – არ გვეშვება ჩვენი ე.წ. “სტრატეგიული პარტნიორი” უკრაინა, ყველანაირად სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფრონტაციაში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე უწევდა, სოციალურ ქსელში აფასებს.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გახმაურებული ინფორმაცია, მხოლოდ აისბერგის წვერია, თუმცა, აღნიშნულზე დაყრდნობითაც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ უკრაინას სურს, საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაერთოს.

“მოკლედ, არ გვეშვება ჩვენი ე.წ. “სტრატეგიული პარტნიორი” უკრაინა, რომელმაც საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვია და ჩვენი ელჩი ფაქტობრივად გამოაგდო. ის რაც საჯაროდ გახმაურდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით (აისბერგის წვერია მხოლოდ), საკმარისია ერთი მყარი ვარაუდისთვის – ყველანაირად სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფრონტაციაში.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,328 ნახვა