პოლიტიკა

გია ვოლსკი – „ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

„ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „კურიერი P.S“-ს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი [გახარია] პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა.

„ლელო იქნება, გახარია, გვარამია, გირჩი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია – ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მანდ არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება. ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-„ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,640 ნახვა
%d bloggers like this: