პოსტები სოციალური ქსელიდან

ვის აწყობდა ყველაზე მეტად ნავალნის სიკვდილი? პუტინს?-არა!-ხათუნა ხოფერია

,,ვის აწყობდა ყველაზე მეტად ნავალნის სიკვდილი?

პუტინს? – არა!

არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ციხეში მჯდომი, გაქცეული და შეშინებული მომხრეების გარეშე დარჩენილი, ჩავარდნილი ამერიკული პროექტის ვარსკვლავის სიკვდილი პუტინს კარგს არაფერს მოუტანს! ისევე, როგორც ცოცხალი პატიმარი ნავალნი ვერაფერს დააკლებდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს! ფაქტიც სახეზეა! ნავალნიმ ფეხები ვერ მოჭამა ვალოდიას!( მაპატიეთ გამონათქვამის ასეთი ფორმა).

მილიარდიანი პროექტი- ოპოზიციონერი, ტანჯული ნავალნი- დიდი ხანია დასრულდა. მაგრამ პროექტის ავტორები, პუტინის წინააღმდეგ ნავალნიში ჩადებული ინვესტიციიდან დივიდენდს მაინც არ და ვერ “გამაზავდნენ”❗️თუნდაც მიზერულს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანს არჩევნებამდე პერიოდში. თქვენ იფიქრეთ რუსეთის არჩევნებამდე ხომ?!..არა, რუსეთის არჩევნებში ნავალნი მკვდარი თუ ცოცხალი, ვერაფერს დააკლებს ვლადიმეროვიჩს! მაგრამ… ამერიკის არჩევნებამდე, პუტინისთვის მკვლელის, არადემოკრატის, ტირანის იმიჯის დამკვიდრება, ნამდვილად წაადგება “ ვიღაცას”.

ასე რომ… თუ ხარ “კაზიოლი” სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტებში, იღებ ფულს, ასრულებ დავალებებს- კარგად დაიმახსოვრე!- შენი სიკვდილიც ისევე ფასობს, როგორც “სასარგებლო” სიცოცხლე!

P.S.

მიშა, ბევრჯერ გითხარი და კიდევ ერთხელ ვცდი… შენ ცოცხალი არავის სჭირდები! შენი პროექტი დახურულია! შენ ხარ პატიმარი- მსჯავრდებული და ხარ სხვა დანაშაულობებზე – ბრალდებული!

შენ არ ხარ საქართველოს მოქალაქე საკუთარი მოთხოვნით და ვერც ვერასოდეს გახდები! შენ ხარ ცოცხალი და ბევრი პოლიტიკური ფაქტის მოწმე❗️

ამიტომ…

დაიწყე ყველაფრის ხმამაღლა მოყოლა!

ეგდე იქ, სადაც ხარ! ანუ იქ, სადაც შენი სიცოცხლე, როგორც ოქროს მოწმის, დაცულია❗️

ჰო, კიდევ, გამოიჩინე გამჭრიახობა და…

მ ო ე რ ი დ ე ა ხ ლ ო ბ ლ ე ბ ს❗️❗️“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხათუნა ხოფერია❗️

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,892 ნახვა