უცხოური მედია

BBC: გაყინული ემბრიონები ბავშვები არიან – ალაბამის მთავარმა საავადმყოფომ ინ-ვიტრო განაყოფიერება შეაჩერა

ალაბამის მთავარი საავადმყოფო აჩერებს ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF-) პროცედურებს მას შემდეგ, რაც შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ გაყინული ემბრიონები ბავშვები არიან. წერს BBC.

როგორც მედია იტყობინება, აშშ-ის სამხრეთ შტატის უმსხვილესმა საავადმყოფომ შეაჩერა ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) სერვისები მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ გაყინული ემბრიონი ბავშვები არიან და მათი განადგურება დაუშვებელია.

საავადმყოფოს წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. 

„ჩვენ ვწუხვართ, ეს გავლენას მოახდენს ჩვენი პაციენტების მცდელობებზე, გააჩინონ ბავშვი IVF-ის საშუალებით“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო ექსპერტების თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგები ალაბამაში და მის ფარგლებს გარეთ.

კონსერვატიული ჯგუფები მიესალმნენ გადაწყვეტილებას და ამტკიცებდნენ, რომ ყველაზე პატარა ემბრიონიც კი იმსახურებს დაცვას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,046 ნახვა