პოლიტიკა

დავითულიანი: საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს, ოპოზიციას მოუწევს 5%-იანი ბარიერის პირობებში ბრძოლა

საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბარი გვიანია და ოპოზიციას ბრძოლა 5% ბარიერის პირობებში მოუწევს, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. 

დავითულიანის თქმით, „ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს.

„როდესაც დავაყენეთ ეს საკითხი, რატომ არავინ გამოგვეხმაურა და არ მოისურვა ამაზე საუბარი? ახლა ძალიან გვიანია, უკვე წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება მალე. იყო ჩვენი მხრიდან შეთავაზება, იყო იქით მხრიდან დუმილი. შესაბამისად, ახლა მოუწევთ 5%-იანი ბარიერის პირობებში ბრძოლა. „ქართულ ოცნებას“ არაფერს არ ეშინია, რეიტინგებს თუ ჩახედავთ, მიხვდებით, ვის ეშინია“, – აცხადებს დავითულიანი.

ცნობისთვის, NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაციამ დადო დასკვნა, სადაც ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ორგანიზაციამ გასცა გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,876 ნახვა