უცხოური მედია

New York Post: ჯო ბაიდენის შვილთან მეგობრობის გამო ვლადიმირ ევტუშენკოვი სანქციებს ამჯერადაც გადაურჩა

ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან მეგობრობის გამო რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი სანქციებს ამჯერადაც გადაურჩა – ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

ევტუშენკოვი ფლობს ბიზნესიმპერია „სისტემას“, რომლის მფლობელობაშია რუსეთის უმსხვილესი მობილური კავშირის პროვაიდერი MTS-ი. 2022 წლამდე ევტუშენკოვი ასევე ფლობდა რაკეტებისა და რადარების მწარმოებელ კომპანია RTI-ის და სამხედრო დრონების მწარმოებელ კომპანია Kronstadt-ს. ევტუშენკოვის სავარაუდო ქონება 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპში არსებული ჩანაწერების თანახმად, ის ევტუშენკოვს სულ მცირე ორჯერ შეხვდა. არსებული ინფორმაციით, ევტუშენკოვი ჰანტერ ბაიდენს 2012 წლის მარტში, მანჰეტენზე, „რიტც-კარლტონში“ შეხვდა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ, 2013 წლის იანვარში – ვაშინგტონის Café Milano-ში.

სტატიაში ვლადიმირ ევტუშენკოვთან ერთად ნახსენებია ჰანტერ ბაიდენის კიდევ ერთი მეგობარი, უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ელენა ბატურინა, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქვრივია.

ბატურინას ქონება 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონის Café Milano-ში მან ორჯერ ისადილა ჰანტერ ბაიდენთან და ამერიკის მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. გამოცემის ცნობით, 2014 წლის თებერვალში უცნობი მიზეზების გამო ბატურინამ ჰანტერ ბაიდენისა და მის ბიზნესპარტნიორ დევონ არჩერის კომპანიას 3,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა. კონგრესში მოსმენის დროს არჩერმა განაცხადა, რომ არ იცოდა თანხის დანიშნულება, თუმცა საბანკო მონაცემები აჩვენებს, რომ ამ თანხიდან 2,75 მილიონი დოლარი შემდეგ ბაიდენისა და არჩერის სხვა კომპანიაში გადაირიცხა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,915 ნახვა