GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა რადიკალურ ოპოზიციაზე-იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ

„ის რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია კომედიურ ჟანრში მოქმედებს, არახალია. ახლაც ასე მოხდა, იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ“-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს.

როგორც ექსპერტი წერს, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რუსულმა თემამ დრო მოჭამა, ვერც იმას ხვდებიან, რომ სულ სხვა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში.

„ის რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია კომედიურ ჟანრში მოქმედებს, არახალია. ახლაც ასე მოხდა, იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ. დაიწყება ახლა ცენზურა, ადამიანის უფლებები და რაც მთავარია რუსული. რატომ მაინც და მაინც რუსული, იქნებ ჩეხური ან ავსტრიული ან უნგრული? იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რუსულმა თემამ დრო მოჭამა, ვერც იმას ხვდებიან, რომ სულ სხვა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. აღარ ყოფნით აღარც ჭკუა, აღარც ფანტაზია, რომ შეცვალონ რაღაც და ისე მიდის საქმე იმ 1-2%-საც ვერ მიიღებენ ოქტომბერში.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,336 ნახვა