GD Banner
უცხოური მედია

ჯონ კირბი მოსკოვის ტერაქტზე- ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთანაა

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა:

„ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთანაა. არიან დედები და მამები, ძმები და დები, ვაჟები და ქალიშვილები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ახალი ამბები. ეს რთული დღე იქნება.” – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.’გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა, რომ სიტუაციას აკვირდებიან.„ვწუხვარ ამის შესახებ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. <…> ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულთა გამო და ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა მან.ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, კუბამ, ეგვიპტემ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ვენესუელამ, გერმანიამ, ბელორუსმა და თურქეთმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,457 ნახვა