სამართალი

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს

2015 -17 წლებში რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეების მიმართ გამოიყენა ტერმინები – გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდის ფსევდომსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა, მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა დროის იუდა და ჩაწერა იმ დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი – განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როცა არ არის არცერთი მყარი სამართლებრივი არგუმენტი, რა გვაქვს უკეთესად გასაკეთებელი, არ არის ქეისები, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მიკერძოებული აშკარად, ან კანონის უხეში დარღვევით არის მიღებული, სტრასბურგში წაღებული ყველა ასეთი ინტერესის მქონე საქმე, ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან. ამ დროს უკვე მიზნები ნათლად ჩნდება – შემოაქვთ ბულინგის უპრეცედენტო სისტემა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არცერთი გარე შტო, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. ყველა სხვა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს.

„საქართველოს სასამართლო სისტემას ძალიან რთული გზა აქვს გამოვლილი. საბჭოთა პერიოდი რომ არ გავიხსენოთ, წინა ხელისუფლების დროს ყველა მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოსამართლით დამთავრებული, პრეზიდენტის ხელდასხმით, მისი უშუალო ხელმოწერით და ბრძანებით ინიშნებოდა. დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არცერთი გარე შტო, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. ყველა სხვა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს. ჩვენ აგრეთვე ვუყურებთ, რა რეკომენდაციები გვეძლევა სასამართლო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ფაქტობრივად რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, ან სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, ასეთი რეკომენდაციები აღარ არის, იმიტომ, რომ სამართლებრივად მართლაც სასამართლო სისტემას გამართული ბაზა აქვს. მაშ რაშია საქმე, რა სჭირდება დღეს ქართულ სასამართლოს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს და რაშიც არის მოწყვლადი, სჭირდება სწორედ მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამას არ ვამბობ მე. წაგიკითხავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი-2 ეხებოდა. 2015 -17 წლებში რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა გამოიყენა ისეთი ტერმინები მოსამართლის მიმართ, როგორიც არის გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდის ფსევდომსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა. სხვა მოსამართლის მიმართ გამოიყენა – მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო, კიდევ სხვა მოსამართლის მიმართ – ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა დროის იუდა და ჩაწერა იმ დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი. ანუ, სტრასბურგის სასამართლო ამას პირდაპირ აფასებს, როგორც სასამართლოში უხეშად ჩარევას, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და გამომდინარე აქედან, სამართლის წარმოებისთვის ხელის შეშლას.

აქედან გამომდინარე, როცა არ არის არცერთი მყარი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რა გვაქვს უკეთესად გასაკეთებელი, როცა არ არის ქეისები, რა კონკრეტული შემთხვევებია, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მიკერძოებული აშკარად, ან კანონის უხეში დარღვევით არის მიღებული, ასეთი ქეისებიც არ არსებობს. სტრასბურგში წაღებული ყველა ასეთი ინტერესის მქონე საქმე, ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან. ამ დროს უკვე მიზნები ნათლად ჩნდება – შემოაქვთ ბულინგის უპრეცედენტო სისტემა, როგორიც ეს იყო იმ დროს, როდესაც გებელსისეულად უნდა მიგეწერა, აქ ცხოვრობს ვიღაცა და ექვსქიმიანი ვარსკვლავი მიგეხატა, ან როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, ისეთი ბულინგი უნდა გაგეხორციელებინა, რომ ოჯახის დონეზეც კი მომხდარიყო ადამიანის და ოჯახის წევრების დისკრედიტაცია. რა მიზანი აქვს ამას? ის მიზანია აქვს, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლი და კონკრეტული მაგალითი ამისა – გახსოვთ, 2003 წლის არჩევნების შემდეგ რა მოხდა – არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებით, არაქვემდებარე სასამართლოს გადასცეს არჩევნების შედეგის გაუქმება და მოხდა უპრეცედენტო რამ, გააუქმეს არჩევნების ერთი ნაწილი – პროპორციული სიები და დატოვეს მაჟორიტარები, ანუ აქ პირდაპირ გამოჩნდა მიზანი – სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს მიზანი ამოძრავებს დღეს ვეტინგის მქადაგებლებს და დაუშვებელია ეს საქართველოს სასამართლოში“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,094 ნახვა