პოლიტიკა

ფაშისტური პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დევნას. არ გამოვა, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ -ირინა ბათიაშვილი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირინა ბათიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

„რა საშინელებაა გაუნათლებლობა და რწმენის სიძულვილი. ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი გამოხატულების ტრიადის – “მამული, ენა, სარწმუნოება” – დამახინჯების არგუმენტად მოყავთ, რომ თბილისში უამრავი კონფესიის ადამიანიაო და “ერთობით” ამიტომ ჩავანაცვლეთო.

სარწმუნოება ზუსტად რომ მოიცავს ყველა კონფესიას.

ვამბობ: ფაშისტური პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს ძალადობით და აგრესიით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დევნას.

არ გამოვა, ჩვენ ბევრად და ბევრად მეტნი ვართ.,-წერს ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,306 ნახვა