პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციაზე – თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ

თუ ოპოზიციას მართლაც აქვს მხარდაჭერა და იმედი, რომ არჩევნების გზით შეუძლია ცვლილების მიღწევა, თუნდაც „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლა ან გაუქმება, საზოგადოებას აქვს კითხვა, რატომ ცდილობენ ასე მთელი ძალით პროცესების ქუჩაში გადატანას, რატომ უპირისპირდებიან ასე გამჭვირვალობის პრინციპს, ანგარიშვალდებულებას, როდესაც არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია თავისი საარჩევნო კამპანია ამას დააფუძნოს, დაპირდეს ხალხს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ [გამჭვირვალობის] კანონს შეცვლიან ან გააუქმებენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთადერთი მიზეზით – მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე შედეგის მიღების საშუალება. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გადადიან ძალადობრივ სცენარზე და ცდილობენ ამისთვის ახალგაზრდები და პროტესტში მონაწილე მოქალაქეები გამოიყენონ.

„ბევრ მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რატომ არის ამხელა წინააღმდეგობა ერთ კანონთან – გამჭვირვალობის მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ექვს თვეში საპარლამენტო არჩევნებია და როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამტკიცებენ, მათ გარანტირებული აქვთ გამარჯვება არჩევნებში, იმხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში. თუ ეს ასეა, თუ მართლაც ეს მხარდაჭერა და იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, თუნდაც ამ კანონის შეცვლა ან გაუქმება, მაშინ ჩვენს საზოგადოებას აქვს კითხვა, რატომ ცდილობენ ასე მთელი ძალით პროცესების ქუჩაში გადატანას და რატომ უპირისპირდებიან ასე გამჭვირვალობის პრინციპს, ანგარიშვალდებულებას და კანონს ამის შესახებ მაშინ, როდესაც თუ როგორც თვითონ ამბობენ, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ. შეუძლიათ თავისი საარჩევნო კამპანია საერთოდ ამას დააფუძნონ, დაპირდნენ ხალხს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ კანონს შეცვლიან ან გააუქმებენ და ვნახოთ მერე საზოგადოებას ვისი სჯერა და ვის უჭერენ მხარს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთადერთი მიზეზით – მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე შედეგის მიღების საშუალება. ჩატარებული აქვთ არაერთი კვლევა, სადაც ჩანს, რომ ამ პოლიტიკურ უმცირესობას აქვს მინიმალური მხარდაჭერა, კლებადი ტენდენცია საზოგადოების მხარდაჭერაში, წინა კვლევებთან შედარებით. სწორედ ამიტომ გადადიან ძალადობრივ სცენარზე და ცდილობენ ამისთვის ახალგაზრდები და პროტესტში მონაწილე მოქალაქეები გამოიყენონ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,015 ნახვა