პოლიტიკა

ნინო წილოსანი – ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია…- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ.

„ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა. ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან… ზოგადად, ადამიანებს შეცდომები მოგვდის, მაგრამ ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია… რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ. როდის დასრულდება ეს? ბოროტებას დასასრული არ აქვს, ყოველთვის იქნება, ამიტომ ყველას უფრო მეტი ჰუმანურობა და სიფხიზლე გვმართებს, თუ გვინდა რომ მასზე გავიმარჯვოთ“ – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა