პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე: ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე, ასეთად უნდათ აქციონ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე,“გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, პროტესტის ის მონაწილეები ვინც მსგავს საქციელს სჩადის, როგორც ფოტოებზეა ასახული, ისტორიაში იუდას სახელით დარჩებიან.

“აი ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე! ასეთ სიმყრალეს აფრქვევენ ისინი ქუჩებში, სახლებში, უბნებში, დარბაზებში! ასეთად უნდათ აქციონ მათ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება! ასეთად სურთ უსამშობლოებს აქციონ საქართველო ! ასეთებად აქცია ისინი 30 ვერცხლმა! დიახ, ასეთი კოლექტიური იუდები არიან ამის ჩამდენნი! დარწმუნებული ვარ, როდესაც გააცნობიერებენ თუ რას სჩადიან თითოეულ მათგანი დროში იგივეს ჩაიდენს, რაც იუდამ ჩაიდინა საკუთარი თავის მიმართ! თუმცა იუდების სახელებით დარჩებიან საქართველოს ისტორიაში! შემთხვევითი არაა, რომ ყოველივე ეს ხდება ვნების კვირაში!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,005 ნახვა