სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა!

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა! ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!

არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი, საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო,“ – წერს კვარაცხელია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,308 ნახვა