Uncategorized

მარიამ ლაშხი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება, ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის იოჰან ფორსელის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეშფოთებულია „გამჭვირვალობის კანონპროექტით“.

მარიამ ლაშხის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც – ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება. ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება. – არჩევნების დღეებში გაავრცელებს დადასტურებულ ტყუილს, თითქოს შვედეთის იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს, არჩევნების გასაყალბებლად. – შვედეთის პარლამენტზე შექმნის დეზინფორმაციულ ანგარიშს. – შვედეთის პარლამენტის წევრების წინააღმდეგ წამოიწყებს კამპანიას და მათ ფაშისტ გერმანელებს უწოდებს, ხოლო შვედურ კანონს ფაშისტური გერმანიის კანონს. – შვედ მოსამართლეებს მაფიოზებს უწოდებს და მოითხოვს, რომ მოსამართლეების შერჩევაში შვედეთში საქართველოს ელჩმა მიიღოს მონაწილეობა.

შვედეთის ხელისუფლებას არაერთხელ რომ მიეთითებინა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანად ეხარჯა ფული შვედეთში, არ წაეხალისებინა დეზინფორმაცია და რადიკალიზმი და საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნული რეაგირება ჰქონოდა. როგორ ფიქრობთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ასეთ ორგანიზაციას შვედურ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო საქართველოს მთავრობას მეგობარს უწოდებდა? არადა საქართველოში ეს ხდება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა“, – წერს მარიამ ლაშხი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,032 ნახვა