GD Banner
პოლიტიკა

ნატა ფერაძემ საკუთარი შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზ ადამიები საზღვარგარეთ გაუშვა და მიმდინარე აქციებს შეგნებულად განარიდა – იმედი

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მოძრაობა „ტალღას“ დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თავისი შვილები ალექსანდრე ადამია და ნიკოლოზ ადამია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განარიდა და საზღვარგარეთ გაუშვა.

აქტივისტი ნატა ფერაძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ფერაძის გადაწყვეტილება შვილების განრიდებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ფერაძე ქალაქში სატრანსპორტო კვანძების პარალიზების გეგმას ადგენს. ამასთან, ჩანაწერში მიმოხილულია ძალადობრივი აქციების სცენარიც, სადაც აქტივისტი ლაშა ფირცხალაიშვილი აქციის მონაწილეების დაჭერისა და ფიზიკური დაზიანების აუცილებლობაზე საუბრობს, რამაც საპროტესტო მუხტი უნდა ასწიოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,450 ნახვა