პოსტები სოციალური ქსელიდან

გიორგი კვახაძე აქციების შესახებ: ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება

„ხალხის ძალის“ წევრი გიორგი კვახაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მართულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხს არც თავისუფლების ჟინი ეტყობა და არც თავის განწირვის შემძლეობა სამშობლოსათვის.

„ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს. ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება. უდიდესი ისტორიისა და კულტურის ერს წაუკითხაობა არ უხდება და არც თითის ქნევას არ არის მიჩვეული.

დამოუკიდებლობა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნაა და ამისთვის თაობებს უბრძოლიათ. არც ამ თაობას გაგვიჭირდება ბრძოლა, თუკი საქართველოს დასჭირდა. თბილისის ქუჩებში გამოსულ ხალხს არც თავისუფლების ჟინი ეტყობა და არც თავის განწირვის შემძლეობა სამშობლოსათვის. მათი ორგანიზატორები კი ძალადობის ინსცენირებით ცდილობენ შექმნან მუხტი და საკუთარ წევრებს სანახაობრივად თავადვე უსწორდებიან. კადრულობენ პრაქტიკულად ყველაფერს – ევროპელობის სანაცვლოდ ხალხს ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ და ტრადიციებსაც იოლად თმობენ. ევროპა ჩვენი ბუნებრივი ადგილია, მაგრამ ღირსებით და არა – მის გარეშე. ქართველობა ისტორიულ პასუხისმგებლობას ითხოვს და არა სხვის ფულზე დამოკიდებულებას. რუსთაველის გამზირზე რომ კაცი და ქალი ამოსაცნობი გახდება, ე.ი. მათ ქვეყნის ბედი არ ენდობათ. ევროპაში ქართველობით, გამჭვირვალობითა და ღირსეულად!“ – წერს გიორგი კვახაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,015 ნახვა