პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ – „ოცნება“ პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ – რუსული მთავრობა დამარცხდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანზე, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიის განცხადების თანახმად, “ქართული ოცნება” პასუხს აგებს.

“დღეს საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს.

“ოცნება” პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,028 ნახვა