GD Banner
მოგზაურობა

რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია რუსეთის მოქალაქეებს ატყობინებს, რომ 1 ივნისიდან საქართველოში შესვლის წესები იცვლება.

რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია რუსეთის მოქალაქეებს ატყობინებს, რომ 1 ივნისიდან საქართველოში შესვლის წესები იცვლება. ახლა საქართველოში ჩასასვლელად აუცილებელი იქნება სამედიცინო დაზღვევის გაფორმება, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

10-დღიანი პოლისის შეძენა 1,5-3 ათას რუსულ რუბლად (44-88 ლარი) არის შესაძლებელი. პოლისის უზრუნველყოფს ამბულატორიულ მკურნალობას 5 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. ასევე ამ პაკეტში უნდა შედიოდეს სტაციონარული მკურნალობის დაფარვა 30 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში.

სამედიცინო დაზღვევის გარეშე საქართველოში შესვლის მცდელობა 300 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. თუ ჯარიმა ერთი თვის ვადაში გადახდილი არ იქნება, მაშინ დამრღვევს 900 ლარის გადახდა მოუწევს.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, სამედიცინო პოლისის აღება საქართველოში გამგზავრებამდე 5 დღით ადრე არის მიზანშეწონილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,830 ნახვა