სამართალი

ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. შსს -ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შეგახსენებთ გამოძიება სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე დაიწყო, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,028 ნახვა