საგარეო პოლიტიკა

ჰერჩინსკი: გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ევროკავშირის ნაწილი გახდეს

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღე 2024“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი შემოდგომაზე გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. 

„მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, ბატონო მერო, ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო, დღეს ევროპის დღეა! საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.

ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებს.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს.

შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება! თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ.

იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებითა და შესაძლებლობებით; მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,051 ნახვა