პოლიტიკა

საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება – მიხეილ სარჯველაძე

„საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება“ – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით დემოკრატია უპირველესად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გააზრებულად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ეს არ უნდა იყოს მოდის კარნახით, არც ემოციების კარნახით.

„მთავარი ტენდენცია, რომელიც ბოლო ხანებში შეიმჩნევა და ამაზე ბევრი იზრუნეს, რომ ემოციებს ჩაენაცვლებინა, ყოველგვარი სივრცე მოესპო არგუმენტებით და რაციონალური მსჯელობისთვის. ეს არის ყველაზე მეტად გულსატკენი, რაც ბოლო ხანებში შეიმჩნევა. ერთგვარ მოდად იქცა, რომ დააკვირდეთ უდიდეს უმრავლესობას, ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, ან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პროტესტს აცხადებს, სერიოზული დეფიციტი აქვთ არგუმენტების, თუ რატომ არის პრობლემური ეს კანონპროექტი, უცხოელი პარტნიორებისგანაც იმავენაირ შეგონებებს ვისმენთ, მაშინ, როცა რეალური არგუმენტი, ამ დრომდე არ მოგვისმენია, იმასთან დაკავშირებით, რატომ არის ცუდი საერთოდ ეს კანონპროექტი. მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ, რა შეიძლება ჰქონდეს საერთო რუსულ, იგივე თემის მარეგულირებლად მიღებულ საკანონმდებლო აქტთან და აღმოვაჩენთ, რომ არაფერი, შინაარსობრივი მსგავსება რუსულ კანონთან მიმართებით იოტისოდენაც არაა.

ოპოზიციამ და ხალხმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში წყალი აამღვრიონ, ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანონ სიტუაცია. მინდა გავაფრთხილო ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ოცნებობს საქართველოს მიტრიალებას 90-იანებში ან 2003 წელში – რაც უფრო მალე მოეშვებიან ამ მაიმუნობას ეს წაადგება ჩვენს ხალხსაც და მათაც“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,845,536 ნახვა